ნინიკელაანთ საყდარი
ნინიკელაანთ საყდარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის დასავლეთით ხუთიოდე კილომეტრზე დიდცხვირის ჭალაში. სასახლეებად წოდებულ ადგილზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (9‚1×5‚9 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით და კვადრატული აგურით . კედლები, ძირითადად, რიყის ქვითაა ამოყვანილი (აქა-იქ ლოდებიცაა ჩაყოლებული) კონსტრუქციის ნაწილები (კამარა, კონქი, საბჯენი თაღები) და არქიტექტორული ელემენტები აგურისაა. გარდა ამისა, აგური კედლების წყობაშიცაა ნახმარი, რითაც როგორც შიგნიდან ისე გარედან ალაგალაბ თარაზულად გამავალი რიგებია გამოყვანილი. ისინი კედლებს, მეტწილად, მთელ სიგრძეზე არ გაუყვება.
ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე. გარეთა კედლების საპირე წყობის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ხელოვნურადაა შემოძარცული და სამშენებლო მასალად არის გაზიდული: ჩამოშლილია სახურავის საფარი, განგრეულია სამხრეთ კედელი. დაბზარულია სახურავზე ხეებია ამოსული ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთილდან სახურავის საფარი. განგრეულია სამხრეთით კედელი, ალაგ-ალაგ კედლები დაბზარულია, სახურავზე ხეებია ამოსული.
ეკლესიას ორის შესასვლელი აქვს დასავლეთით და ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთის შესასვლელიდან მხოლოდ გარედან გადახურვა აკლია. შიგნიდან ის ხის ძელებით, თარაზულადაა გადახურული. არმ-ით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია განიერი გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სარკმელი იგი შიგნიდან კილიხებრი, ხოლო გარედან შეისრული თაღითაა, იგი ხის ზელებით, თარაზულადაა გადახურული.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რის ღერძზე გაჭრილია განიერი, გარეთკენ მკვეთრედ შევიწროვებული სარკმელი. იგი შიგნიდან კილიხებრი, ხოლო გარედან შეისრული თაღითაა გადახურული, რომელთა წვერები თითქმის ერთ დონეზეა. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. ეს უკანასკნელი იმდენად მაღლაა ატანილი, რომ თითქმის კამარაზეა მიბჯენილი აფსიდის გვერდებში. ერთმანეთის პირდაპირ, თითო ოთკუთხა ნიშაა, ნიშები შედარებით დაბლაა განლაგებული, მათგან ჩრდილოეთისა იატაკის დონეზეა, სამხრეთისა კი იატაკიდან ორმოციოდე სანტიმეტრის სიმაღლეზეა. კონქი წესიერი ფორმისაა. მისი თაღი რკალისებრი ფორმისაა და აფსიდის მხრებს პირდაპირ, იმპოსტებს გარეშე ეყრდნობა, მსგავსი ფორმისაა კამარაც. კონქის თაღის გარდა. იგი ეყრდნობა კიდევ ორ საბჯენ თაღს მათგან ერთ-ერთი დარბაზის შუაშია მეორე დას კედელთან ორივე თაღი გადაყვანილია შეკიდულ პილასტრებზე. მათი ძირი ქვიშაქვის ქვებითაა გამოყვანილი. ჩრდილოეთ პილასტრის ქვემოთ იატაკიდან სამოციოდე სანტიმეტრის სიმაღლეზე, სწორკუთხა გეგმის მქონე, ბრტყლად გადახურული ნიშაა. ინტერიერი გაჯით ყოფილა შელესილი. გარედან, საკურთხევლის სარკმლის გასწვრივ ფრონტონის არეში აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი აგურის გამოსახულებაა, რომელიც ორსაფეხურიან კვარცხლბეკს ეყრდნობა. საკუთრივ ჯვრის მკლავები ერთი აგურის სიგანისაა. ზედა და ქვედა მკლავებში აგური თარაზულადაა დაწყობილი, განივ მკლავებში კი — შვეულად. დასავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვერთან, აგური, რაც ლავგარდის ნაშთს უნდა წარმოადგენდეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 329-330.