ნინა ზაქარიას ასული ჩოჩიევა (ცოცითი) (დ. 1 მარტი, 1916, სოფელი ორტევი — გ. 1997[1]) — ოსი საბჭოთა მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1976). სკკპ წევრი 1945 წლიდან.

ბიოგრაფია რედაქტირება

1933-1934 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელმწიფო თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1941 წელს დაამთავრა ლენინგორის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1929 წელს ცხინვალის ოსურ დრამატულ კოლექტივში. 1931 წლიდან კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. ჩოჩიევა ძირითადად სახასიათო და კომედიური მსახიობია. წარმატებით ასრულებდა დრამატულ როლებსაც. როლები: მკითხავი (ს. წერეთლის „მალარია“), კრისტინა (ალექსანდრე კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), მისირხანი, ჯადოქარი, ძეგო (დ. თუაევის „ფასას ოცნება“, „ზღაპარი“, „მექელეხეები“), სმერალდინა (კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), სოფო (მ. გუჩმაზოვის „მშობლიური კერა“) და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება