ნილამ სანჯივა რედი
ნილამ სანჯივა რედი (ტელუგ. నీలం సంజీవ రెడ్డి, ჰინ. नीलम संजीव रेड्डी; დ. 13 მაისი, 1913, სოფ. ილური, ინდოეთი — გ. 1 ივნისი, 1996, ბენგალურუ, ინდოეთი) — ინდოელი პოლიტიკური მოღვაწე. ინდოეთის პრეზიდენტი 1977–1982 წწ. იგი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა კონკურენტის გარეშე.
ნილამ სანჯივა რედი | |
ინდოეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ივლისი, 1977 – 25 ივლისი, 1982 | |
წინამორბედი | ბასაპა დანაპა ჯატი |
მემკვიდრე | ზაილ სინგჰი |
ლოკ საბჰას სპიკერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მარტი, 1977 – 13 ივლისი, 1977 | |
წინამორბედი | ბალი რამ ბაგატი |
მემკვიდრე | კავდურ სადანანდა ჰეგდე |
ლოკ საბჰას სპიკერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 მარტი, 1967 – 19 ივლისი, 1969 | |
წინამორბედი | სარდარ ჰუკამ სინგჰი |
მემკვიდრე | გურდიალ სინგჰ დილონი |
დაბადებული | 13 მაისი, 1913 სოფ. ილური, ინდოეთი |
გარდაცვლილი | 1 ივნისი, 1996 ბენგალურუ, ინდოეთი |
პოლიტიკური პარტია | ჯანატა პარტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა შეძლებული გლეხის ოჯახში. განათლება მიიღო ანანტაპურის კოლეჯში. მონაწილეობდა ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რის გამოც იდევნებოდა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ. 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებოები. მრავალჯერ იყო არჩეული ინდოეთის პარლამენტის სახალხო პალატაში, ხოლო 1952-1953 და 1964-1967 წლებში არჩეული იყო პარლამენტის შტატების საბჭოში. 1967-1969 და 1977 წლებში იყო სახალხო პალატის სპიკერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 328.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნილამ სანჯივა რედი“ ვიკისაწყობში.
- Biographical details of Speakers of Lok Sabha
წინამორბედი: ბასაპა დანაპა ჯატი |
ინდოეთის პრეზიდენტის მ/შ 1977-1982 |
შემდეგი: ზაილ სინგჰი |