ნიკო სულხანიშვილის ქუჩა

ნიკო სულხანიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი); ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გიორგი ათონელის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1900 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მცირე ვანქის ქუჩა. 1923 წლიდან ნიკო სულხანიშვილის სახელი ჰქვია. ჩიხში შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 2 ჩიხი (მეორე ჩიხი მოიცავს სულხანიშვილის შესახვევის ნაწილს, რომელიც გოქჩის ქუჩამდე გადიოდა).

ნიკო სულხანიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი გარეთუბანი
წინა სახელები მცირე ვანქის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება