ნიკოლსბურგის ზავი

ნიკოლსბურგის ზავი (გერმ. Frieden von Nikolsburg) — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ოცდაათწლიანი ომის მსვლელობის პერიოდში. ხელი მოაწერეს 1621 წლის 31 დეკემბერს მორავიის ქალაქ ნიკოლსბურგში (ამჟამად მიკულოვი, ჩეხეთი). ხელშეკრულების დადებას წინ უძღოდა აქტიური საბრძოლო მოქმედებები ჩეხეთში და მორავიაში და ასევე თეთრი მთის ბრძოლა.

ხელშეკრულებამ დაასრულა ბრძოლა ტრანსილვანიის თავად გაბორ ბეტლენსა და საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-ს შორის. უნგრეთის მეფემ უარი თქვა ტახტზე, მიიღო სლოვაკია, კარპატისპირა ტერიტორიები და ჩრდილო-აღმოსავლეთ უნგრეთის ნაწილი.

მომავალში ზავის პირობები დაადასტურა 1624 წლის ვენის ხელშეკრულებამ და 1626 წლის პრესბურგის მესამე ხელშეკრულებამ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება