ნიკოლოზ ჩოჩია
ნიკოლოზ ჩოჩია (დ. 2 დეკემბერი, 1913 — გ. უცნობია) — საბჭოთა გეოლოგი, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1965).
ბიოგრაფია
რედაქტირება1939 წლიდან მუშაობდა ნავთობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტში. 1941 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამთო ინსტიტუტი. 1964-1969 წლებში მუშაობდა დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1950 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ლენინგრადის სამთო ინსტიტუტში. მისი შრომები ეხება დასავლეთ ციმბირისა და დასავლეთ ურალის გეოლოგიური აგებულებისა და ნავთობაირიანობის საკითხებს. იგი დასავლეთ ციმბირის ნავთობიანი პროვინციის ერთ-ერთი პირველი აღმომჩენია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავრიშვილი, ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 150.