ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლოზ ივანეს ძე პიროგოვი (რუს. Никола́й Ива́нович Пирого́в; დ. 25 ნოემბერი [ძვ. სტ. 13 ნოემბერი] , 1810, მოსკოვი  — გ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 25 ნოემბერი] , 1881, სოფ. ვიშნია, ახლანდელი ქ. ვინიცის საზღვრებში) — რუსი ქირურგი და ანატომი, რომლის გამოკვლევებმა საფუძველი დაუდო ანატომიაში ექსპერიმენტულ მიმართულებას, სამხედრო-საველე ქირურგიის ფუძემდებელი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1847).

ნიკოლოზ პიროგოვის პორტრეტი. ილია რეპინი, 1881

ბიოგრაფია

რედაქტირება

1828 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1828-1832 წლებში დერპტის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტში ეუფლებოდა კლინიკურ ქირურგიასა და ანატომიას. 1832 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1833-1835 ქირურგიასა და ანატომიაში დასახელოვნებლად იმყოფებოდა გერმანიაში. 1836, დერპტში დაბრუნების შემდეგ, აირჩიეს პროფესორად, სადაც დაჰყო 1840—მდე.

პიროგოვმა ქირურგიის ისტორიაში პირველად გამოიყენა ნარკოზისათვის ეთერი, ჭრილობის დაჩირქების თავიდან ასაცილებლად — იოდი და სპირტი, შექმნა ოპერაციების ჩატარების მრავალი ახალი მეთოდი. ნ. ი. პიროგოვის ნაშრომმა „ტიპოგრაფიულმა ანატომიამ“ (1854) მას მსოფლიო სახელი მოუხვეჭა და დღემდე ექიმ-ქირურგების სამაგიდო წიგნია. პიროგოვის სახელი მიეკუთვნა არაერთ დაწესებულებას.