სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კიკნაძე.

ნიკოლოზ კიკნაძე (დ. 8 აპრილი, 1885, ზარანი, შორაპნის მაზრა — გ. 18 ოქტომბერი, 1951, თბილისი) — ქართველი რევოლუციონერი და საბჭოთა ფუნქციონერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1903 წლიდან იყო რსდმპ-ის წევრი. 1900-იან წლებში ჩაება რევოლუციულ მოძრაობაში. 1905 წლის დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების დღეებში იყო ხარაგაულში შეიარაღებული ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური. მუშაობდა ვლადიკავკაზის და გროზნოს ბოლშევიკურ ორგანიზაციებში. ნ. ბუაჩიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა რსდმპ-ის თერგ-დაღესტნის კომიტეტს. ამავე პერიოდში გაემგზავრა ჟენევაში, სადაც გაიცნო ლენინი, რომელთანაც შემდგომში „სტეპკოს“ ფსევდონიმით ჰქონდა მიმოწერა. ის რუსულად თარგმიდა და უგზავნიდა ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს. ლენინის დავალებით კიკნაძე თანამშრომლობდა მემარცხენე სოციალისტთა გაზეთებში. 1918 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და განაგრძო არალეგალური მუშაობა ბოლშევიკურ ორგანიზაციებში: თანამშრომლობდა ბოლშევიკურ გაზეთებში „ვოლნასა“ და „კომუნისტში“. მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საქმიანობაში. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იყო გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი, გამომცემლობა "სახელგამის" დირექტორი, სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება