ნიკოლოზ კვინიხიძე
ნიკოლოზ კვინიხიძე (დ. 21 იანვარი, 1889, ვიტებსკი — გ. 7 თებერვალი, 1968, პოზნანი) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის მუშაკი.
1922 წელს დაამთავრა პოზნანის უნივერსიტეტი.
1907-1910 წლებში სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის მათემატიკა-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, საიდანაც გარიცხეს სტუდენტურ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო. 1918-1920 წლებში იყო დენიკინის არმიის შტაბის კავალერიის ოფიცერი და იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 1951-1959 წლებში მუშაობდა მისივე მონაწილეობით დაარსებული პოზნანის სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი სკოლის ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგედ. იყო რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. წლების განმავლობაში პოლონეთის ქართველთა საზოგადოების წევრი. აქტიურად მონაწილეობდა ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. მიღებული აქვს პოლონეთის სახელმწიფოს ჯილდოები, მათ შორის პოლონეთის ნაციონალური პრემია. პოზნანის სოფლის მეურნეობის აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 668