ნიკოლოზ კანდელაკი (ლიტერატურათმცოდნე)
ნიკოლოზ ილიას ძე კანდელაკი (დ. 9 ივლისი, 1907, ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 25 მაისი, 1965, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962).
ბიოგრაფია
რედაქტირება1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს ბათუმის საშუალო სპეციალურ სასწავლებელში პედაგოგად და პარალელურად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. ამ პერიოდში გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი. 1938 წელს გამოდის თბილისში და მუშაობას იწყებს სხვადასხვა თანამდებობებზე, თანამშრომლობს თელავის, ბათუმის, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექტორად, კათედრის გამგედ.
ნიკოლოზ კანდელაკი ერთი პირველთაგანია, ვინც იკვლევდა ქართული მჭერმეტყველების ისტორიას. ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა მისმა ნაშრომებმა: „ქართული მჭერმეტყველება. ძეგლები და მასალები“ (1958), „ქართული კლასიკური მჭერმეტყველება“ (1961), „ქართული მჭერმეტყველება. პირველი ქართველი ორატორები“ (1975) და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 364.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 204, თბ., 1994