ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლოზ კავსაძე (დ. 1889 — გ. 1974) — ქართველი მომღერალი და ლოტბარი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის გიმნაზია. 1908-1926წწ. იყო მიხეილ კავსაძის გუნდის სოლისტი. სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით თბილისში გამართულ ბევრ კონცერტში მიიღო მონაწლეობა სოლისტის სახით. საცხოვრებლად ბორჯომში გადასვლის შემდეგ კულტსახლის პასუხისმგებელი მუშაკი გახდა, შემდეგ ხელმძღვანელი. ბევრ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, ზოგი თვითონ დადგა, ხოლო მუსიკალური გაფორმება ყოველვის მას ჰქონდა დაკისრებული. 1959 წელს გაზეთი „თბილისი“ შეეხო ხანდაზმულ პენსიონერთა სიმღერის ანსამბლს და აღნიშნა ის ფაქტი თუ რამხელა წვლილი შეიტანა ძველი მივიწყებული სიმღერების აღდგენა-გაცოცხლებაში ნიკოლოზ კავსაძის გამოცდილებამ და ხალხური სიმღერის ღრმა ცოდნამ. იყო ხანდაზმულთა გუნდის ლოტბარი, რომელშიც ბევრი ხალხური სიმღერის ოსტატი მღეროდა. 1968 წელს მიიღო საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხალხური სიმღერის მოამაგენი, თბილისი, 2007, გვ. 114

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება