ნიკოლოზ თარხანოვი
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე თარხანოვი (დ. 1889, თბილისი, — გ. 15 ივნისი, 1938, იქვე) — სომეხი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი 1918-1919 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაუმაღლესი განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღო. სტუდენტობის პერიოდში, 1909 წელს შეუერთდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად თბილისში. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში, წევრად დაასახელა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ. სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის პერიოდში გამოირჩეოდა ანტიქართული მოქმედებებით. 1918 წლის დეკემბერში პარლამენტის სხდომაზე დადგა მისი და მის თანაპარტიელ ლეონ თუმანოვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ბრალად ედებოდა, მცხეთაში ძეგვის ხიდზე მოწყობილი ტერორისტული აქტის შემსრულებლებთან კავშირი. 1920 წლის აპრილში ნიკოლოზ თარხანოვი მის ბინაში აღმოჩენილი ბოლშევიკური სტამბის გამო მილიციამ დააპატიმრა. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ერთხანს ოპოზიციაში იყო. დაპატიმრებული იყო 1922 და 1932 წლებში. 1937 წელს საქართველოს სსრ კვების მრეწველობის სახალხო კომისარიატის სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა. 1938 წელს დააპატიმეს და დახვრიტეს „კონტრრევოლუციური ძირგამომთხრელი საქმიანობის“ ბრალდებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 178.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Тарханов Николай Александрович — Открытый список: Сталинские списки из Грузии.