ნიკოლოზ ზანდუკელი (ოფიცერი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზანდუკელი.

ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელი (დ. უცნობია — გ. 19 თებერვალი, 1921) — ქართველი ოფიცერი. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი.

დუშეთის მაზრის აზნაურთა ოჯახიდან. ექიმ მიხეილ ზანდუკელის ძმა. დაამთავრა თბილისის პრაპორშჩიკთა 1-ლი სკოლა (1915). I მსოფლიო ომის წლებში მსახურობდა მე-3 საზღვაო პოლკში. 1918 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, ჰქონდა კაპიტნის წოდება. 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელის ფრონტზე საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან დაპირისპირების დროს მეთაურობდა საარტილერიო ასეულს. დაიღუპა ბრძოლაში. დაკრძალეს საძმო სასაფლაოზე თბილისის სამხედრო ტაძრის ეზოში (საბჭოთა პერიოდში ტაძრის დანგრევის შემდეგ საფლავი დაკარგულია).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება