ნიკოლოზ ვორონიხინი
ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ვორონიხინი (რუს. Никола́й Никола́евич Ворони́хин; დ. 6 ივლისი, 1882, გატჩინა, — გ. 18 მარტი, 1956, ლენინგრადი) — რუსი ბოტანიკოს-ალგოლოგი, ფიტოპათოლოგი, ჰიდრობიოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერი დოქტორი (1934), პროფესორი (1939).
ნიკოლოზ ვორონიხინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 ივლისი, 1882 |
დაბ. ადგილი | გატჩინა |
გარდ. თარიღი | 18 მარტი, 1956 (73 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
დასაფლავებულია | Shuvalovskoe Cemetery |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ბოტანიკოსი |
ალმა-მატერი | The First Saint-Petersburg Gymnasium |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | Nikolay Voronikhin |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და Komarov prize |
დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება (1907). მსახურობდა კავკასიაში — სოჭში (1912–15), თბილისის ბოტანიკურ ბაღში (1915) და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (1921). დააარსა სპოროვან მცენარეთა განყოფილებები. 1918 წლიდან შეთავსებით განაგებდა თბილისის ბოტანიკური ბაღის მიკოლოგიის კაბინეტს. სოფლის მეურნეობის უმაღლეს კურსებზე (1919–21) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1921–22) ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ფიტოპათოლოგიის კათედრებს. თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა მიკოლოგიის კურსს (1920). 1922 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის ლენინგრადის მთავარ ბოტანიკურ ბაღში. ვორონიხინმა შეისწავლა სოკოები და მათ მიერ გამოწვეული ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებები, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის მტკნარი წყლების და შავი ზღვის წყალმცენარეები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Новые виды водорослей с Кაвказа, [в. 1–4], П. 1923; [ჟურნალში] «Материалы для флоры пресноводных водорослей Кавказа», ч. 1–9, 1923–26; Материалы к флоре грибов Кавказа, «Труды Ботанического музея АН СССР», 1927, т. 21.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუხალეიშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 288.