ნიკოლოზ ვეკუა
ნიკოლოზ პეტრეს ძე ვეკუა (დ. 28 ივლისი, 1913, სოფელი ახუთი, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, — გ. 11 აპრილი, 1993, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960; წ.-კორ. 1955). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1937). 1948–1951 წლებში იყო თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, თეორიული მექანიკის კათედრის გამგე (1961-იდან), 1976 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, ამავე ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განტოლებათა განყოფილების გამგე (1957 წლიდან).
ვეკუას ძირითადი შრომები ეხება კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს, სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებსა და მათ გამოყენებას მათემატიკურ ფიზიკაში, მცირეპარამეტრიან დიფერენციულ და ინტეგრალურ-დიფერენციალურ განტოლებებსა და თეორიული მექანიკის საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ მიღებული შედეგები რამდენიმე უცნობი ფუნქციისათვის ჰილბერტის წყვეტილკოეფიციენტებიანი ამოცანისა და წყვეტილკოეფიციენტებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემების შესახებ. ვეკუამ დაადგინა, რომ არსებობს კავშირი „მცირეპარამეტრებიან ამოცანებსა” და დინამიკური სისტემების ამონახსნთა ლიაპუნოვის მიხედვით მდგრადობას შორის.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1983 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1975 — საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია
- 1966 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1966 — საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- თეორიული მექანიკა, გამოც. მე-3, ნაწ. 1–2, თბ., 1970.
- დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის ზოგიერთი საკითხი და მათი გამოყენება მექანიკაში, თბ., 1983.
- Системы сингулярных интегральных уравнений и некоторые граничные задачи, 2 изд., М., 1970.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 238.
- ებანოიძე თ., წერილები ქართველ მათემატიკოსებზე, თბ., 1981.
- ნიკოლოზ ვეკუა. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ.: ი. დუდუჩავა, ც. კვაჭაძე, თბ., 1988.