ნიკოლოზ გორბუნოვი
ნიკოლოზ გორბუნოვი (დ. 9 ივნისი, 1892 — გ. 7 სექტემბერი, 1937) — რუსი საბჭოთა მოღვაწე, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1935).
ბიოგრაფია
რედაქტირება1917 წელს დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციაში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ლენინის პირადი მდივანი. 1919-1920 წლებში იყო არმიაში. 1923-1929 წლებში იყო მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის რექტორი.1932-1935 წლებში ხელმძღვანელობდა ტაჯიკეთ-პამირის კომპლექსურ ექსპედიციას. 1936-1937 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის თავმჯდომარე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 222.