ნიკოლოზ გოლოვანოვი
ნიკოლოზ გოლოვანოვი (დ. 9 იანვარი, 1891, მოსკოვი ― გ. 28 აგვისტო, 1953, მოსკოვი) — რუსი დირიჟორი, პიანისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1948).
ნიკოლოზ გოლოვანოვი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 იანვარი, 1891[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი |
გარდ. თარიღი | 28 აგვისტო, 1953[1] [2] [3] (62 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
ნიკოლოზ გოლოვანოვი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირება1914 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. 1918–1936 წლებში იყო სსრკ-ის დიდი თეატრის დირიჟორი, ხოლო 1948–1953 წლებში მთავარი დირიჟორი. 1919 წელს სტანისლავსკისთან ერთად დააარსა საოპერო სტუდია. 1925–1929 და 1943–1948 წლებში იყო მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი. დირიჟორობდა ძირითადად რუსულ კლასიკურ ოპერებს. დაწერილი აქვს ორი ოპერა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 209-210.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიკოლოზ გოლოვანოვი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.