ნიკოლოზ ბელაქნელი

ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბელაქნელი (დ. 6 დეკემბერი, 1897, ქუთაისი ― გ. 17 ივლისი, 1978, თბილისი) — ქართველი მომღერალი (ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი. თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი და პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პედაგოგ ე. ვრონსკის კლასი). ბელაქნელის დებიუტი შედგა 1930 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე (ნიკო - მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"). მოღვაწეობდა ბაქოში (1934–1936), ხაბაროვსკის (1936–1938), სოროშილოვგრადისა და დნეპროპეტროვსკის საოპერო თეატრებში (1938–1939). 1939–1959 წლებში გამოდიოდა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. ბელაქნელი ასრულებდა დრამატული ტენორის მთავარ პარტიებს — აბესალომი, რატი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და და ეთერი“, „ლატავრა“). ლექსო (კილაძის „ლადო კეცხოველი“), გელა (ტუსკიას „სამშობლო“), გურამი (გოკიელის „პატარა კახი“), ტარიელი (მშველიძის „ამბავი ტარიელისა“)., ბაში-აჩუკი (კერესელიძის „ბაში-აჩუკი“), ონისე (აზმაიფარაშვილის „ხევისბერი გოჩა“), ოტელო, მანრიკო, რადამესი (ვერდის „ოტელო“, „ტრუბადური“, „აიდა“), რაული (მაიერბეერის „ჰუგენოტები“), გერმანი (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ხოზე (ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (პუჩინის „ტოსკა“), გრიგორი მელეხოვი (ძერჟინსკის „წყნარი დონი“).

ლიტერატურა

რედაქტირება