ნიკოლოზ აგლაძე
ნიკოლოზ (ნიკო) დიმიტრის ძე (დ. 15 აპრილი, 1884, სოფელი მუხლი, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 18 ივლისი, 1955, თბილისი) — ქვის მხატვრულად დამუშავების ქართველი ოსტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა თბილისში იტალიელი ოსტატის ანდრეოლეტის სახელოსნოში. მუშაობდა უფროს ძმებთან ერთად. შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ნიმუშები, დაეუფლა ქვის მხატვრულად დამუშავების ძნელ პროფესიას. მონაწილეობდა კულტურის ძეგლებისა და თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობათა სეკეთება-არდგენასა და მშენებლობაში. მხატვრულად გააფორმა ქაშვეთის ტაძრის, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ახლანდელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა), საქართველოს მთავრობის სახლი, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, ძველი კინოსტუდიის, რკინიგზის სამმართველოს შენობები, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი (სახურავი და კარნიზები), ვარციხის შამპანური ქარხნის შენობა და სხვა. ნეოფიტესთან ერთად მუშაობდა ირანში (1917).
ლიტერატურა
რედაქტირება- აგლაძე ნ., მოგონებანი, «საბჭოთა ხელოვნება», 1960, №11
- ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება (1801-1917), ტ. 2, თბ., 1963
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 44.