ნიკობარელებინიკობარის კუნძულებზე მცხოვრებ ტომთა ჯგუფი. რაოდენობა 20 000 კაცი. ლაპარაკობენ მონქმერული ოჯახის ნიკობარული ენის დიალექტებზე. რელიგია — სულთა რწმენა. იმყოფებიან პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის საფეხურზე. ანთროპოლოგიურად ჭარბობს მონღოლოიდური რასა. რასობრივი და კულტურული თავისებურებებით გამოირჩევა კუნძულ კარ-ნიკობარის სიღრმეში მცხოვრები შომპენის ტომი. ნიკობარელების ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება, ქოქოსის პალმის მოშენება, მეცხოველეობა, თევზჭერა.

შომპენის ტომის წარმომადგენლები

ლიტერატურა

რედაქტირება