ნიზამი განჯელის მუზეუმი
ნიზამი განჯელის მუზეუმი (აზერ. Nizami Gəncəvi Muzeyi) — ნიზამის მუზეუმი ბაქო-ევლახის გზატკეცილზე, ქალაქ განჯაში (აზერბაიჯანი).
ნიზამი განჯელის მუზეუმი | |
---|---|
40°41′00″ ჩ. გ. 46°25′53″ ა. გ. / 40.683570000° ჩ. გ. 46.431657000° ა. გ. | |
დაარსდა | წ. |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მდებარეობა | განჯა |
ნიზამი განჯელის შემოქმედება 8 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანელი ხალხის სულიერების განუყოფელი ნაწილი გახდა. უდიდესი შემოქმედის ცხოვრება და მდიდარი ლიტერატურული მოღვაწეობა დაკავშირებულია არა მარტო აზერბაიჯანისა და კავკასიის მაშინდელი პერიოდის დიდ ქალაქებთან, არამედ განჯასთანაც, რომელიც ახლო და შუა აღმოსავლეთის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრადაა აღიარებული. პოეტმა აქ მთელი თავისი ცხოვრება გაატარა და მსოფლიო პოეზიას უსახსოვრა ერთიმეორეზე ძვირფასი სიტყვიერი ხელოვნების მარგალიტები. მან თავისი პოეტური ძალით გაამდიდრა აღმოსავლეთის მხატვრული აზროვნება სამეცნიერო-ფილოსოფიური იდეებით და პოეზია ჯერ არნახულ სიმაღლეებზე აიყვანა.
ნიზამის მემკვიდრეობა დიდი ხანია მსოფლიოს სამეცნიერო-ლიტერატურული აზროვნების ყურადღების ცენტრშია. აზერბაიჯანში ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები გენიალური პოეტის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლისა და გაგების ხაზით.
2011 წელს პრეზიდენტმა ილჰალმ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, გენიალური აზერბაიჯანელი პოეტისა და მოაზროვნის 870 წლის იუბილეს ფართომასშტაბიან აღნიშვნის შესახებ. გადაწყდა აგრეთვე მუზეუმის აშენებაც.
ისტორია
რედაქტირებამუზეუმის მშენებლობა 2012 წლის ბოლოს დაიწყო ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით.[1] მუზეუმი აშენდა ნიზამის მავზოლეუმის მახლობლად და ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წელს. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ილჰალმ ალიევმა, რომელმაც სიმბოლურად გაჭრა ლენტი.
მუზეუმში ნიზამის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპონატებია გამოფენილი. მუზეუმისა და მავზოლეუმის სიახლოვე უადვილებს აქ ჩამოსულ ტურისტებს დაათვალიერონ და უფრო მეტად გაეცნონ პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მუზეუმის შესასვლელში დგას ნიზამი განჯელის ბიუსტი.[2]
მუზეუმში შეიქმნა ნიზამი განჯელის კუთხე, დამონტაჟდა პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მონიტორი. სამეცნიერო-კვლევით განყოფილებას აქვს ყველა პირობა სამეცნიერო კვლევისთვის. მუზეუმში დამონტაჟებულია ელექტრონული საინფორმაციო პავილიონი მოაზროვნის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცელი ინფორმაციით. აქ წარმოდგენილია პოეტის 800 და 840 წლის იუბილეზე გამოცემული წიგნები და მონოგრაფიები. მუზეუმში მოწყობილია პოეტის იშვიათი ხელნაწერებისა და ორიგინალების კუთხე. აქვეა მინიატურების ასლები, რომლებიც დაცულია ავსტრიის, რუსეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკებში, ეგვიპტეში ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში, საფრანგეთში სტრასბურგის ბიბლიოთეკაში და შეერთებული შტატებში მეტროპოლიტენის მუზეუმში.[2]
მუზეუმში არის სამეცნიერო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი საკონფერენციო დარბაზი. ასევე მოეწყო დასასვენებელი ადგილები მუზეუმის ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის. შენობაში ყურადღებას იპყრობს ნიზამი განჯელისა და მაჰსათი განჯელის ხალიჩის პორტრეტები.[2]
ექსპონატები
რედაქტირებამუზეუმში არსებული 542 ექსპონატიდან 418 ექსპოზიციებშია გამოფენილი. ყველაზე ძველ ექსპონატად ითვლება მისი ხუთი მასნავის („ხამსე“) ორიგინალი ხელნაწერი, რომელიც ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრმა მოიტანა და ასევე ნიმუშები ყურანიდან.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიზამი განჯელის მუზეუმი დაარქივებული 2021-02-28 საიტზე Wayback Machine.
- ნიზამის მუზეუმი დაარქივებული 2022-10-17 საიტზე Wayback Machine.
- განჯაში გაიხსნა ნიზამი განჯელის მუზეუმი
- Музей Низами Гянджеви
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gəncədə Nizami Gəncəvi Muzeyi
- ↑ 2.0 2.1 2.2 İlham Əliyev Heydər Əliyev Fondunun dəstəyi ilə Gəncədə inşa olunan Nizami Gəncəvi Muzeyinin açılışında iştirak etmişdir. President.az. ციტირების თარიღი: 2019-01-16