ნივშერა
ნივშერა (რუს. Нившера) — მდინარე რუსეთში, კომის რესპუბლიკაში; ვიშერის (ჩრდილოეთის დვინის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 215 კმ, აუზის ფართობი 4250 კმ². სათავეს იღებს ოპჩარმის მაღლობზე (ტიმანის ჭიუხი). იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავიდან 25 კმ-ში — 42 მ³/წმ. იყინება ნოემბრის დასაწყისში, ლღვება მაისის დასაწყისში. სანაოსნოა ნავმისადგომ ნივშერამდე (55 კმ).[1]
ნივშერა | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | კომის რესპუბლიკა |
სათავე | 62°49′40″ ჩ. გ. 52°56′38″ ა. გ. / 62.82778° ჩ. გ. 52.94389° ა. გ. |
შესართავი |
ვიშერა 62°14′20″ ჩ. გ. 52°30′00″ ა. გ. / 62.23889° ჩ. გ. 52.50000° ა. გ. |
სიგრძე | 215 კმ |
აუზის ფართობი | 4250 კმ² |
მდინარის სისტემა | ვიშერა → ვიჩეგდა → ჩრდილოეთის დვინა → თეთრი ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 42 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Нившера // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 17 — М., 1974.