ნიველირი (ფრანგ. niveler — „გათანაბრება“ < niveau — „დონე“) — გეოდეზიური ინსტრუმენტი, რითაც ხდება ნიველება, აგრეთვე ხაზებისა და სიბრტყეების საჭირო დახრის კუთხით დაკვალვა. არსებობს ხშული და გადასადებჭოგრიანი ნიველირები. ხშულია რევერსიული და კონტაქტური თარაზოიანი ნიველირები; გადასადებჭოგრიანია შიმშაზე მიმაგრებული, ჭოგრაზე ჩამოკიდებული და ჭოგრაზე დასადგმელი თარაზოიანი ნიველირები. ამჟამად იყენებენ თვითმომწესობად ნიველირებსაც.

ავტომატური ოპტიკური ნიველირი შტატივზე

ლიტერატურა

რედაქტირება