ნზოია
ნზოია – მდინარე კენიაში. იგი საკმაოდ გრძელი მდინარეა, მისი სიგრძე შეადგენს 257 კილომეტრს. სათავეს იღებს ელგონის მთაზე. მდინარე მიემართება სამხრეთით, შემდეგ დასავლეთით და საბოლოოდ ერთვის ვიქტორიას ტბას.
ნზოია | |
---|---|
ქვეყანა | კენია |
სათავე | ელგონის მთა |
სიგრძე | 257 კმ |
ნზოია ვიკისაწყობში |
ეს მდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანია დასავლეთ კენიისათვის, სადაც იგი მიედინება, რადგან ამ რეგიონის მოსახლეობა 1,5 მლნ-ზე მეტია. მისი წყალი გამოიყენება საირიგაციოდ მთელი წლის განმავლობაში. მდინარის წყალი ტბორავს დაბლობებს, რაც ნაყოფიერ მიწასთან ერთად საკმაოდ კარგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას იძლევა.
ვინაიდან ნზოია გაივლის ერთ-ერთ ინდუსტრიულ რეგიონს, რომლის ცენტრიცაა ვებუიე, შაქრისა და ქაღალდის ფაბრიკებიდან მდინარეში დაბინძურებული წყალი ჩაედინება. ამ მდინარეზე მდებარეობს რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერი. ამავე დროს, ნზოიას გააჩნია საკმაოდ დიდი ჰიდროელექტრული პოტენციალი.