ნეჰირ ერდოღანი (თურქ. Nehir Erdoğan; დ. 16 ივნისი 1980, იზმირი, თურქეთი) — თურქი მსახიობი[4].

ნეჰირ ერდოღანი
Nehir Erdoğan
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1980 (1980-06-16) (44 წლის)
იზმირი
თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
განათლება მარმარის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2002-დან დღემდე
სიმაღლე 1.74 მ[1]
წონა 50 კგ[2]
რელიგია ისლამი სუნიზმი
მეუღლე(ები) აჰმეთ სესიგურგილ (2014-დან დღემდე)[3]
საიტი Nehir Erdoğan

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნეჰირ ერდოღანი დაიბადა 1980 წლის 16 ივნისს თურქეთის ქალაქ იზმირში. იზმირში საშუალო განათლების მიღების შემდეგ, უმაღლესი განათლების მიღებისთვის ჩააბარა მარმარის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც 2002 წელს დაამთავრა[5]. ამის შემდეგ ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის ტელერადიო მცოდნეობის ფაკულტეტზე.

2004 წელს სამი თვის მანძილზე ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში, სადაც სწავლობდა ინგლისურს. ამასთან ერთად ესწრებოდა "Eric Morris"-ის სამსახიობო კურსებს.[6]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
ფილმები
წელი ფილმი როლი შენიშვნა
2003 "ჰაბაბამის კლასი" ("Hababam Sınıfı Merhaba") არზუ/ისმაილი (მამაკაცის როლში)
2004 "სკოლა" ("Okul") გულდემი
2008 "ანგელოზის საიდუმლო" ("Meleğin Sırları") ებრუ
2014 "სილსილე" ("Silsile") ეჯე
სერიალები
წელი სერიალი როლი შენიშვნა
2002-2004 "ჩემო მაგარო" ("Koçum Benim") ფელინი
2003 "ესტაგფულაჰ" ("Estağfurullah Yokuşu") გუმუში
2004-2007 "სიძე" ("Yabancı Damat") ნაზლი ბაქლავაჯიოღლი
2007-2008 "ფადიმე" ("Tatlı Bela Fadime") ფადიმე
2008 "მთვარის სინათლე" ("Ay Işığı - Avukatlar") ბაშაქ არდოსთი
2009-2010 "სიყვარული ოცნებაა" ("Aşk Bir Hayal") ასმინ
2012 "ბოლო" ("Son") აილინ ქარანი
2014 "რეაქცია" ("Reaksiyon") დუიგუ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება