ნეძიხის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნეძიხში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას, გ

ნეძიხის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნეძიხში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას, გზის გასწვრივ, ახალი დასახლების ტერიტორიაზე. 1885-1988 წლებში გაითხარა ისტორიის, არქიტექტურისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ჟინვალის და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპერდიციამ. განეკუთვნება ორ ქრონოლოგიურ პერიოდს III-IV და V-VII საუკუნეებს. ქვედა ქრონოლოგიური ფენა შეიცავს 223 ორმოსამარხს. ორმოსამარხები სხვადასხვა ტიპისაა: ქვემოთ შემოზღუდული, ძელებით გადახურული, ფიქლის იატაკიანი, ქვაყრილიანი და ფილაქვებით გადახურული. ინდივიდუალურ სამარხებში მიცვალებულები ევენა კიდურებმოხრილი, მარჯვენა ან მარცხება გვერდზე, თავით დასავლეთისკენ ან სამხრეთისკენ.

სამარხებში აღმოჩენილია თიხის ხელადები, სასმისები, კოჭობები , ქოთნები, მინის სასმისი, მძივები, ბრინჯაოს ქამრები, მშვილდსაკინძები, გემიანი ბეჭდები, საყურეები, უმბონები, რკინის დანები, შუაბისპირები, ბრინჯაოსა და ცხოველთა გამოსახულებიანი ვერცხლის სამაჯურები, ვერცხლის პინაკი, ვერცხლის რომაული მონეტები და სხვა. სამარხებში აღმოჩნდა ცხოველთა ძვლები. ზედა ქრონოლოგიურ ფენაში გაითხარა ქვისსამარხები და ორმოსამარხების მცირე ნაწილი. დაკრძალვა ქრისტიანული წესითაა - ინდივიდუალური. გვხვდება წყვილადი და კოლექტიურიც. ქრისტიანულ პოზასთან ერთად გვხვდება წინაქრისტიანულიც. აღმოჩენილია თიხის ხელადები, ბეჭდები, საყურეები, ბრინჯაოსა და ვერცხლის სასანური მონეტები და სხვა. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა რედაქტირება