ნესტორ გოცირიძე
ნესტორ კონსტანტინეს ძე გოცირიძე (დ. 23 სექტემბერი, 1913, ქუთაისი, — გ. 1 აგვისტო, 2007, თბილისი) — ქართველი ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1985).
დაამთავრა თბილისის ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტი (1935). საბჭოთა არმიის რიგებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1949 წლიდან იყო მეცხოველეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, შემდეგ — საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სამეცნიერო ინსტიტუტის მეძროხეობისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის განყოფილების გამგე, 2002-2005 წლებში — მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკური–სავეტერინარო უნივერსიტეტის მეძროხეობისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე კონსულტანტ–პროფესორი. სომეხ და აზერბაიჯანელ მეცნიერებთან ერთად გამოიყვანა ძროხის ახალი ჯიში „კავკასიური წაბლა“ (1960). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2000).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სანაშენე მუშაობა საქართველოს მესაქონლეობაში, თბ., 1962;
- რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგია, თბ., 1997.
ლიტერატურა
რედაქტირება- წივწივაძე, ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 130.