ნესტის ჭიები (ლათ. Oniscoidea) — ფესსახსრიანი ცხოველების ქვერიგი ტოლფეხიანთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 1-50 მმ აღწევს, ზურგ-მუცლის მიმართულებით გაბრტყელებულია. სხეულის თითოეულ სეგმენტზე სასიარულო, მუცელზე კი — 5 წყვილი ფირფიტისებრი ორტოტიანი სასუნთქი ფეხი აქვს. ქვერიგში 1000-მდე სახეობაა. გავრცელებულია ყველგან, ტენიან და თბილ, აგრეთვე მშრალ, მაგრამ CaCO3-ით მდიდარ ადგილებში. განსაკუთრებით ბევრია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ტყეში ნესტის ჭიების უმრავლესობა სასარგებლოა (როგორც ტყის ნიადაგთწარმომქმნელები), ზოგი სათბურებსა და სარწყავ კულტურებს აზიანებს.

ნესტის ჭიები
Oniscus asellus
Oniscus asellus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  კიბოსნაირნი
რიგი:  ტოლფეხიანები
ქვერიგი:  ნესტის ჭიები
ლათინური სახელი
Oniscoidea

ლიტერატურა რედაქტირება