ნერევსი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ნერევსი}} |
ნერევსი — ზღვის ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში, პონტოსისა და გეას ძე. დორისის მეუღლე, ნერეიდების მამა. მშვიდი ზღვის განსახიერება, კეთილი, ბრძენი და სამართლიანი მოხუცი.
ნერევსი ვერ იტანს სიცრუეს და მუდამ კეთილ რჩევებს იძლევა. ზღვის სხვა ღვთაებათა მსგავსად (მაგ. პროტევსი), მისნობის უნარსაც ფლობს. მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს მისგან მნიშვნელოვანი ამბის გაგებას, თავდაპირველად იგი უნდა შეიპყროს. მისი შეპყრობა კი რთულია, რადგანაც ნერევსს, ვით ზღვის სტიქიას, სხვადასხვა სახედ ძალუძს გარდაქმნა. ძლივს შებოჭა იგი ჰერაკლემ, როდესაც სურდა ჰესპერიდების ბაღისკენ მიმავალი გზის გაგნება.
ნერევსი თავის ქალიშვილებთან, ნერეიდებთან, ერთად ეგეოსის ზღვათა სიღრმეში ბინადრობდა. ხელოვანები მას კეთილი სახის მქონე მოხუცად წარმოსახავდნენ, რომელსაც თმებზე, წამწამებსა და წვერებზე წყალმცენარეები ეფინა.