ნეპალის სახალხო კრება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნეპალ პრაჯა პარიშადი (ნეპალ. नेपाल प्रजा परिषद: "ნეპალის სახალხო კრება") — ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა ნეპალის სტუდენტების მიერ ვარანასში 1935 წელს რანას დინასტიის დასამხობად. ორგანიზაციის თავმჯდომარედ დაინიშნა ტანკა პრასად აჩარია. სტუდენტებისთვის იდეალური პოლიტიკური სისტემა იყო "დემოკრატიული რეჟიმი მონარქით სათავეში". [1]

ნეპალ პრაჯა პარიშადი
ნეპ. नेपाल प्रजा परिषद
ხელმძღვანელობა
ლიდერი ტანკა პრასად აჩარია
ისტორია
დამფუძნებლები დაშრათ გრანდი
ტანკა პრასად აჩარია
დაფუძნდა 2 ივნისი 1936
შტაბ-ბინა კატმანდუ, ნეპალის სამეფო

ნეპალ პრაჯა პარიშადზე (ნპპ) იდეოლოგიური გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა. ნეპალის სახალხო კრებას აფინანსებდა ინდოეთის სოციალისტური პარტიის ბიჰარის ფილიალი.

ტანკა პრასად აჩარია 1937 წელს ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრა ინდოეთსა და ბირმაში რათა შეესწავლა „ფარული ტერორისტული საქმიანობის“ მეთოდები. სამეფო ოჯახის მკვლელობა, მათი აზრით, კარგი საშუალება იქნებოდა „მთავრობის შემადგენლობის შესაცვლელად და ხალხის საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად“.

ტანკა პრასად აჩარია

ორგანიზაციას ასევე შეუერთდა შაჰების დინასტიის წარმომადგენელი ნეპალის მერვე მეფე ტრიბჰუვან ბირ ბიკრამ შაჰ დევი. იგი აქტიურად ემხარებოდა მატერიალურად  "ნეპალის სახალხო კრებას".[2]

1938 წლის ივნისში, ბიჰარის ყოველკვირეულმა გამოცემა „ჯანატამ“ (ჰინდ. जनता: "ხალხი") დაიწყო ორგანიზაციის წევრების სტატიების გამოქვეყნება, რომლებიც აკრიტიკებდნენ რანას დინასტიას (ოჯახი,  რომელთაც ნეპალში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მემკვიდრეობით გადაეცემოდათ).

1940 წელს ნპპ-მ გაავრცელა ბროშურები კატმანდუში სახელმწიფოს პოლიტიკური სტრუქტურის რეფორმის მოთხოვნით. საბოლოო მიზნის მისაღწევად იგეგმებოდა ინდივიდუალური ტერორის მეთოდების გამოყენება.[3][4]

1940 წელს მთავრობამ მოახერხა შეთქმულების გეგმის გამჟღავნება და „ნეპალის სახალხო კრების“ ლიკვიდაცია. 500 ადამიანი დააკავეს. სიკვდილით დასაჯეს ოთხი ადამიანი: დჰარმა ბჰაკტა, დასარათჰ ჩანდი, განგა ლალი და შუქრა რაჯ შასტრი. 38 პირს მიესაჯა სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა. რამდენიმე შეთქმული გაიქცა ინდოეთში, მაგრამ ბრიტანეთის კოლონიურმა ადმინისტრაციამ ისინი დააპატიმრა და იძულებით დაუბრუნა ნეპალში. სხვა აქტივისტებთან ერთად დააპატიმრეს ორგანიზაციის თავმჯდომარე ტანკა პრასად აჩარია. მას ასევე მიესაჯა სიკვდილით დასჯა. თუმცა, ინდუისტური კანონის მოქმედების გამო, რომელიც კრძალავდა ბრაჰმანების მკვლელობას, განაჩენი სისრულეში ვერ მოიყვანეს  და ის ციხეში ჩააგდეს.  აჩარია ციხიდან 1951 წელს გამოვიდა მეფე ტრიბჰუვანის ხელისუფლებაში მოსვლისა და რანას კლანის დაცემის შემდეგ.[5][6][7]

ნეპალ პრაჯა პარიშადის დამარცხებიდან შვიდი წლის განმავლობაში სამეფოში არ არსებობდა პოლიტიკური ორგანიზაციები. "ნეპალის სახალხო კრების" დარჩენილი წევრები გადავიდნენ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაზე. მათ ძირითადად ორიენტაცია აიღეს  მეფესთან და მის გარემოცვასთან თანამშრომლობაზე. [8][9][10]

პოლიტიკური პოტენციალი შეინარჩუნეს ინდოეთში ნეპალის ემიგრაციის წარმომადგენლებმა. მათ რიგებში   შედიოდნენ პოლიტიკური ლტოლვილები, განათლებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ გამოცდილება საზოგადოებრივ საქმიანობაში და სტუდენტი ახალგაზრდობა. შემდგომში მათ როლი შეასრულეს რანას დინასტიის ძალაუფლებიდან ჩამოშორებაში.[11][12]

  1. Lecomte-Tilouine, Marie (2013), Revolution in Nepal: An Anthropological and Historical Approach to the People's War, New Delhi: Oxford University Press, p. 39, ISBN 9780198089384
  2. Brown, T.L. (1996), The Challenge to Democracy in Nepal, New York: Routledge, p. 5, ISBN 9780415085762
  3. Brown, T.L. (1996), The Challenge to Democracy in Nepal, New York: Routledge, p. 16, ISBN 9780415085762
  4. Khanal, Yadav (23 March 2005). "Prospects for unity of NC and NC-D - The Himalayan Times". International Media Network Nepal (Pvt.) Ltd. The Himalayan Times. Retrieved 5 April 2020.
  5. Asha, S.P. (c. 2000). Hami Le Prajatantra Kasari Lyayau. Kathmandu: Sanhila Prakashan.
  6. Gellner, D.N. (August 2007). "Democracy in Nepal: four models". Seminar. 576: 50 – via Oxford University Research Archive.
  7. Lecomte-Tilouine, Marie (2013), Revolution in Nepal: An Anthropological and Historical Approach to the People's War, New Delhi: Oxford University Press, p. 39, ISBN 9780198089384
  8. Lecomte-Tilouine, Marie (2013), Revolution in Nepal: An Anthropological and Historical Approach to the People's War, New Delhi: Oxford University Press, p. 39, ISBN 9780198089384
  9. Brown, T.L. (1996), The Challenge to Democracy in Nepal, New York: Routledge, p. 16, ISBN 9780415085762
  10. Whelpton, John (2005), A History of Nepal, New York: Cambridge University Press, p. 96, ISBN 978-0521804707
  11. Yadav, Pitambar Lal (c. 1996). Nepal ko Rajnaitik Itihas. Benaras: Modern Deepak Press.
  12. Parmanand (c. 1978). The Nepali Congress in exile (First ed.). Delhi: University Book House. p. 43.