ნენე გიორგაძე

ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი

ნენე გიორგაძე (დ. 21 თებერვალი, 1971, თბილისი) — ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თანამედროვე ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი ნენე გიორგაძე დაიბადა 1971 წელს თბილისში. 1990-იან წლებში პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა გაზეთ „არილში“, რომელსაც ვიზუალურად აფორმებდა და კოლორიტულ სახეს აძლევდა პოეტი ზვიად რატიანი. მანამდე ხელნაწერი მიიტანა ჟურნალ „ცისკარში“, თუმცა იმის გამო, რომ ჟურნალის მაშინდელმა რედაქტორმა ლექსების ტექსტური ქარგა სრულიად შეცვალა, პუბლიკაციაზე უარი თქვა. დაამთავრა ილიას უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. სადიპლომო ნაშრომი დაიცვა ვაჟა-ფშაველას პოემაზე „გველისმჭამელი“. 1990-იან წლებში მუშაობდა გაზეთში „მიმომხილველი“. 1999 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა აშშ-ში, სწავლობდა მონთგომერის კოლეჯში, მუშაობდა სხვადასხვა ამერიკულ კორპორაციებში. 2011 წლიდან შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში.

2010 წელს ამერიკელ კოლეგასთან, ტიმოთე ქეჩერთან ერთად ინგლისურ ენაზე თარგმნა მაია სარიშვილის პოეტური კრებული „მიკროსკოპი“, რომელიც გახდა „ოქტოპუსის“ მთარგმნელთა კონკურსის ფინალისტი. თარგმნის თანამედროვე პოეზიას ინგლისურიდან და რუსულიდან ქართულ ენაზე. მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალებში — „პოეზიის დღეები“ (რიგა, ლატვია) და „ახალი პოეტების ფესტივალი“ (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი). ლექსები შესულია ორენოვან ანთოლოგიაში „Антология новой грузинской поэзии“. ნენე გიორგაძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ჰოლანდიურ, ლატვიურ და ლიტვურ ენებზე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სამკუთხედი. - თბილისი, პეგასი, 2011. - 95. - ISBN: 978-9941-9179-9-8

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანუკ ბელუგა, ნენე გიორგაძე // ცხელი შოკოლადი. თბ., 2012 გვ.10

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება