ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნევინ იანითი (თურქ. Elvan Can დ. 1986 წლის 16 თებერვალს, მერსინი, თურქეთი) — თურქი სპორტსმენი. ყოფილი სპრინტერი (რაც გულისხმობს სირბილით მცირე დისტანციის დაფარვას მაქსიმალური სიჩქარით).

ნევინ იანითი
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1986
მერსინი, თურქეთი
საქმიანობა სპორტსმენი

2013 წლის 29 აგვისტოს იანითს აეკრძალა ატლეტური შეჯიბრი ორი წლის განმავლობაში 2013 წლის თებერვალში დოპინგ – ტესტის ჩავარდნის გამო.[1][2] მას შემდეგ რაც IAAF– მა აკრძალვის ხანგრძლივობა გაასაჩივრა საარბიტრაჟო სასამართლოში, მისი აკრძალვა კიდევ ერთი წლით გაგრძელდა.[3]

ადრეული ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

იანითმა მოიგო 100 მეტრიანი დაბრკოლებები 2007 წლის ევროპის 23 წლამდე მძლეოსნობის ჩემპიონატზე. მან ასევე მოიგო ვერცხლის მედალი 2007 წლის საზაფხულო უნივერსიადაზე, ბანგკოკში, ტაილანდი.[4]

2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, პეკინში, ჩინეთში, მან ნახევარფინალამდე მიაღწია 100 მეტრის სიგრძის დაბრკოლების გადალახვისას. იანითი მონაწილეობდა 2009 წლის ხმელთაშუა ზღვის თამაშებში, პესკარაში, იტალია და მოიგო ოქროს მედალი ქალთა შორის 100 მეტრიან დისტანციაზე. მან 2006 წლის 18 ივნისს საბერძნეთში, სალონიკში, ევროპის თასის პირველი ლიგის B ჯგუფში 100 მეტრიან დისტანციაზე დაბრკოლებებით გაიმარჯვა. 2010 წლის ბარსელონაში ჩატარებულ მძლეოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მან მოიგო ოქროს მედალი იმავე სახეობაში.

ლონდონში, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მან ფინალს მიაღწია, მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა ამის შემდეგ იგი მოხსნეს. 2013 წელს შვედეთში, გოტენბურგში, მძლეოსნობის დახურულ ჩემპიონატზე, მოიგო მან ოქროს მედალი - მედალი, რომელიც შემდეგ მას ჩამოართვეს.

დოპინგ დისკვალიფიკაცია

რედაქტირება

2013 წელს თურქეთის მძლეოსნობის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ იანითმა დოპინგ ტესტი ვერ ჩააბარა, მას შემდეგ რაც ტესტოსტერონის კვალი და ანაბოლური სტეროიდი სტანოზოლოლი აღმოჩნდა ტესტირების ნიმუშში. 2013 წლის 29 აგვისტოს თურქეთის ფედერაციამ მიიღო ორწლიანი აკრძალვის გადაწყვეტილება, რაც იანითს უშლიდა ხელს მონაწილეობა მიეღო შეჯიბრებში 2015 წლის 5 აგვისტომდე. IAAF– ის მიერ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართვის შემდეგ, მისი აკრძალვა დამამძიმებელი გარემოებების გამო 3 წლამდე გაგრძელდა. ორ აკრძალულ ნივთიერებაზე დადებითის გარდა, მისმა ბიოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მის სისხლში ნივთიერებები იყო 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის თებერვლამდე.[5]

 
იანითი 2010 წელი

მოგვიანებით IAAF- მა დაადასტურა, რომ 2012 წლის 28 ივნისის შემდეგ მისი შედეგები გაუქმდა და მას ჩამოართვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული და 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მე -5 ადგილზე გასვლა.[6]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

იანითი 2007-2008 წლებში იბრძოდა ვესტელის მძლეოსნობისთვის. 2008 წელს იგი შეუერთდა Fenerbahçe Athletics- ს. მან დაამთავრა ფიზიკური აღზრდის კურსი მერსინის უნივერსიტეტში.[7]

2011 წელს, მის პატივსაცემად დასახელდა მერსინში 4500 ადგილიანი ტევადობის ადგილი, რომელიც აშენდა 2010 წელს.[8]


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Nevin Yanit: Drugs ban for European hurdles champion" BBC News. 2013-08-29. Retrieved 2019-10-16.
  2. "Nevin Yanit banned for two years for doping" 2013-08-29. Retrieved 2019-10-16.
  3. Nevin Yanit's suspension increased from 2 years to 3 years cas-tas.org, 6 March 2015. Retrieved 16 October 2019.
  4. "Öğrencimiz Nevin Yanıt Pekin Olimpiyatları'nda yarı finale kaldı" (in Turkish). Mersin University. 2008-08-18. Archived from the original on 2008-09-16. Retrieved 2009-07-24.
  5. Nevin Yanit's suspension increased from 2 years to 3 years cas-tas.org, 6 March 2015. Retrieved 16 October 2019.
  6. "Doping, Nevin Yanıt'a pahalıya patladı" (in Turkish). yonhaber.com. 2015-07-01. Archived from the original on 2015-07-01. Retrieved 2015-07-01.
  7. http://www.fenerbahce.org/fb2008/detay.asp?ContentID=16821
  8. "Nevin Yanıt Atletizm Kompleksi" (in Turkish). Mersin Gençlik Hizmetleri ve Spor İl Müdürlüğü. Archived from the original on 2013-06-16. Retrieved 2013-05-15.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნევინ_იანითი“-დან