ნევესინლი სალიჰ-ფაშა

ნევესინლი სალიჰ-ფაშა (თურქ. Nevesinli Salih Paşa; დ. 1607, ნევესინე, ბოსნია — გ. 16 სექტემბერი, 1647, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. ეკავა დიდი ვეზირის პოსტი 1645-1647 წლებში, სულთან იბრაჰიმ I-ის მმართველობის პერიოდში. წარმოშობით ბოსნიელი.

ნევესინლი სალიჰ-ფაშა
Nevesinli Salih Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 17 დეკემბერი, 1645
მმართ. დასასრული: 16 სექტემბერი, 1647
წინამორბედი: სულთანზადე მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ქარა მუსა-ფაშა
სულთანი: იბრაჰიმ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1607
დაბ. ადგილი: ნევესინე, ბოსნია
გარდ. თარიღი: 16 სექტემბერი, 1647
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

ადრეული წლები

რედაქტირება

სალიჰ-ფაშა დაიბადა ნევესინეში, ჰერვოგოვინის სანჯაყში, ბოსნიის ვილაიეთში და ბავშვობაში გაგზავნეს სტამბოლში. მურად IV-ის მმართველობის პერიოდიდან სალიჰი იმპერიის ფინანსურ საკითხებში მსახურობდა. ხოლო მურადის ძმის, იბრაჰიმის მმართველობისას, 1644 წელს იგი მთავარი ხაზინადარი გახდა. 1645 წელს სულთანმა გადააყენა დიდი ვეზირი სულთანზადე მეჰმედ-ფაშა. მისი პოსტი იუსუფ-ფაშას უნდა დაეკავებინა, მაგრამ მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ იბრაჰიმმა იმპერიის დიდ ვეზირად სწორედ ნევესინლი სალიჰ-ფაშა დანიშნა.

დიდი ვეზირი

რედაქტირება

სალიჰ-ფაშას დიდი ვეზირობის პერიოდში, მისი მთავარი საზრუნავი იყო კრეტაზე მიმდინარე ომი. კუნძული ვენეციის კოლონია იყო. კრეტაზე არმიის მეთაურად სალიჰმა მისი წინამორბედი, სულთანზადე მეჰმედ-ფაშა გაუშვა. ფაშა მალევე, 1646 წლის ივლისში კუნძულზე გარდაიცვალა. მის ნაცვლად სალიჰ-ფაშამ მეთაურად დანიშნა გაზი ჰუსეინ-ფაშა, რომელმაც წარმატებით უხელმძღვანელა ქალაქ რეტიმნონის აღების ოპერაციას. კრეტის გარდა, დიდი ვეზირის მთავარ პრობლემას სამეგრელოს საკითხი წარმოადგენდა. მეგრელები ოსმალთა მიმართ ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ, თუმცა მათ მიმართ დაუმორჩილებლობას იჩენდნენ. ფაშამ ამ საკითხის გადაჭრაც მოახერხა და სამეგრელოში სიტუაცია დაასტაბილურა.

სიკვდილით დასჯა

რედაქტირება

ავსტრიელი დიპლომატის, იოზეფ ფონ ჰამერ-პურგშტალის მიხედვით, სულთანმა იბრაჰიმმა, რომელიც ფსიქიკურად შეშლილი იყო, დიდ ვეზირს უბრძანა, რომ დედაქალაქში აღეკვეთა ცხენების გაყიდვის ფაქტები. როცა სულთანმა დაინახა, რომ მისი ბრძანება არ შეასრულეს, დიდი ვეზირის სიკვდილით დასჯა ბრძანა. საბჭოს სხდომაზე ნევესინლი სალიჰ-ფაშა დააკავეს და 1647 წლის 16 სექტემბერს სიკვდილით დასაჯეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Uzunçarșılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVİ. Yüzyıl Ortalarından XVİİ. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.393-394
  • Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), Sicill-i Osmani, İstanbul:Tarih Vakfı Yurt Yayınları ISBN 975-333-0383 C.III s.201 [1]
  • Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, İŞBN978-975-254-278-5,
  • Danışmend, İsmail Hami, (2011), İzahlı Osmanlı Tarihi Kronolojisi 6 Cilt, İstanbul:Doğu Kütüphanesi, İŞBN:9789944397681