ნევდიურ ჰანიმეფენდი
ნევდიურ ჰანიმეფენდი (თურქ. Devletlu Üçüncü Ikbal Nevdür Hanımefendi Hazretleri; დ. 1861, ბათუმი — გ. 1927, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, მურად V-ის ქართველი ცოლი.
ნევდიურ ჰანიმეფენდი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Nevdür Hanımefendi |
დაბადების სახელი | შადიე ნაქაშვილი |
დაბადების თარიღი |
1861 ბათუმი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
1927 სტამბოლი, თურქეთი |
რელიგია | ისლამი |
მეუღლე(ები) | მურად V |
მშობლები |
მამა: რუსტემ ბეი ნაქაშვილი დედა: ფევზიე ჰანიმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანევდიურ ჰანიმეფენდი დაიბადა 1861 წელს ბათუმში, რუსტემ ნაქაშვილის და ფევზიე ჰანიმის ოჯახში. სასახლეში ადრეულ ასაკში შეფქეფზა ვალიდე სულთნის მოსამსახურედ მიიყვანეს. თუმცა მალევე ის სულთან მურად V-ს მოეწონა და 1880 წელს ჩირაღანის სასახლეში (სულთნის რეზიდენცია) მასზე იქორწინა. მურად V-ის სხვა ქართველი ხარჭა, ფილიზთენ ჰანიმეფენდი ნევდიურზე წერს:
„ნევდიური ჩვენი მბრძანებლის ფავორიტი ხარჭა მისი ტახტზე ასვლამდე გახდა...[1]“
|
მას შვილები არ ჰყოლია. 1904 წელს, მურად V-ის გარდაცვალების შემდეგ ნევდიურ ჰანიმეფენდი ჯევჰერიზ ჰანიმეფენდთან, რემიშნაზ ჰანიმეფენდთან და ფილიზთენ ჰანიმეფენდთან ერთად ბურსაში გაგზავნეს. ისინი წაიყვანეს ჰატიჯე სულთნის სასახლის თავშესაფარში, სადაც გარკვეული ხანი იცხოვრეს, მოგვიანებით კი ისევ სტამბოლში დაბრუნდნენ. ნევდიურ ჰანიმეფენდი გარდაიცვალა 1927 წელს ბეშიკტაშში, სტამბოლში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (2010) The Concubine, the Princess, and the Teacher: Voices from the Ottoman Harem. University of Texas Press. ISBN 978-0-292-78335-5.