ნევადო-დელ-უილა
ნევადო-დელ-უილა (ესპ. Nevado del Huila) — მოქმედი, თოვლით დაფარული ვულკანი კოლუმბიაში,[1] უილის, ტოლიმისა და კაუკის დეპარტამენტებში. მდებარეობს ცენტრალურ კორდილიერაზე. სიმაღლე 5364 მ[2] (სხვა ცნობებით 5750 მ).[3] კოლუმბიის უმაღლესი ვულკანი. მოჩანს ქალაქ კალიდან. 500 წლის განმავლობაში უმოქმედო იყო, თუმცა აქტიურობის მძიმე ნიშნები გამოავლინა 2007-2008 წლებში; 2007 წლიდან დაწყებული სულ 7000-ზე მეტი „უმნიშვნელო“ სეისმური მოვლენა დაფიქსირდა. სეისმური საშიშროება მაღალია კაუკის, უილის, კალდასისა და ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტებისათვის. 2007 წლის აპრილში ვულკანი ორჯერ ამოიფრქვა, ერთხელ 2008 წლის აპრილსა და იმავე წლის ნოემბერში.
ნევადო-დელ-უილა | |
---|---|
ნევადო-დელ-უილა | |
კოორდინატები: 02°55′48″ ჩ. გ. 76°01′48″ დ. გ. / 2.93000° ჩ. გ. 76.03000° დ. გ. | |
ქვეყანა | კოლუმბია |
სიმაღლე | 5364 მ |
ქედი | ცენტრალური კორდილიერა |
ტიპი | სტრატოვულკანი |