კაუკის დეპარტამენტი
კაუკა (ესპ. Departamento del Cauca) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთით — ვალიე-დელ-კაუკის დეპარტამენტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ტოლიმის, აღმოსავლეთით — უილის, სამხრეთით — ტოლიმის დეპარტამენტები, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი პუტუმაიოსა და კაკეტის დეპარტამენტები. ფართობი 29 308 კმ²-ია, რა მხრივაც კოლუმბიის დეპარტამენტებს შორის სიდიდით მე-13 ადგილზეა. დედაქალაქია პოპაიანი. კაუკას ასევე მიაკუთვნება სანაპიროსთან მდებარე კუნძული მალპელო. კაკუკა ამავე დროს მიჩნეულია კოლუმბიის 2011 წლის შეიარაღებული კონფლიქტის ეპიცენტრად.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
კაუკის დეპარტამენტი Departamento del Cauca | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
ადმ. ცენტრი | Popayán | ||||
კოორდინატები | 2°17′00″ ჩ. გ. 76°51′00″ დ. გ. / 2.28333° ჩ. გ. 76.85000° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1857 | ||||
ფართობი | 29 308 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 354 744[1] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 46 კაცი/კმ² | ||||
ოფიციალური საიტი | cauca.gov.co/index.shtml | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაკაუკის დეპარტამენტი იყოფა 38 მუნიციპალიტეტად, 99 რაიონად და სხვა მრავალ სოფლად.
გეოგრაფია
რედაქტირებადეპარტამენტის რელიეფი ანდების სისტემას მიეკუთვნება და გამოიყოფა შვიდი განსხვავებული მორფოლოგიური ერთეული. სამდინარო სისტემა შედგება ხუთი ძირითადი მდინარის აუზისგან.
ეკონომიკა
რედაქტირებაკაუკის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის აგრარულ სექტორს, მეცხოველეობას, მეტყევეობას, მეთევზეობასა და ვაჭრობას. წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში მოიპოვება ოქრო, ვერცხლი და პლატინა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- კაუკა, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.