ნეგრუ
ნეგრუ (რუმ. Râul Negru; უნგრ. Feketeügy) — მდინარე რუმინეთში. სათავე აქვს აღმოსავლეთ კარპატებში, ზღვის დონიდან 1150 მ სიმაღლეზე. სიგრძე 46 კმ, აუზის ფართობი 2320 კმ². ძირითადად მიედინება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. ერთვის მდინარე ოლტს მარცხნიდან. კვეთს უსწორმასწორო ადგილებს. მდინარის ხეობაში გაშენებულია ქალაქი ტირგუ-სეკუესკი. საშუალო წლიური ხარჯი 11,8 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.
ნეგრუ | |
---|---|
ნეგრუ რუმინეთის რუკის ფონზე (წითლად) | |
ქალაქები | ტირგუ-სეკუესკი |
სათავე |
აღმოსავლეთი კარპატები 46°09′52″ ჩ. გ. 26°19′05″ ა. გ. / 46.16444° ჩ. გ. 26.31806° ა. გ. |
შესართავი | 45°45′37″ ჩ. გ. 25°45′24″ ა. გ. / 45.76028° ჩ. გ. 25.75667° ა. გ. |
სიგრძე | 46 კმ |
აუზის ფართობი | 2320 კმ² |
— სათავე, — შესართავი |