ნებოძირის კოშკიარქიტექტურული ძეგლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნებოძირში. თარიღდება XVII- XVIII საუკუნით.

ნებოძირის კოშკი

კოშკი ოთხსართულიანია. ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით დუღაბზე, თაღების გადასაყვანად გამოყენებულია აგური. ცილინდრული ფორმისაა, ოდნავ ზემოთკენ შევიწროვებული. შესასვლელი კარი მესამე სართულის დონეზეა. კარი ნათალ ქვაშია გაკეთებული და თაღოვანია. შიგნიდან ორივე მხარეს კარის ჩამკეტი ფოსოებია ამოჭრილი. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულზე ორი სარკმელ-სათოფურია, რომლის გარშემო იატაკის დონეზე ოთხი ოთხკუთხა ნიშია გაკეთებული. მესამე სართულის აღმოსავლეთ მხარეს თაღოვანი ბუხარია. მის მოპირდაპირედ მაღალი სარკმელ-სათოფურია. მათ ქვედა რიგში შვიდი ოთხკუთხა ნიშა-სათოფურია, სამხრეთ მხარეს კი შესასვლელი კარია გაკეთებული. მეოთხე სართული თითქმის დანგრეულია. სართულშორისი გადახურვა ხის ძელების იყო. ისინი შემორჩენილი აღარაა. შესასვლელ კარს ქონია ბაქანი, რომლის არსებობაზეც ახლა მხოლოდ ბაქანის საყრდენის ფოსოები მეტყველებს.

კოშკს 2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება