ნგუენები — მმართველი ფეოდალური გვარი 1558-1802 წლებში ახლანდელი ცენტრალური და სამხრეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე, 1802-1945 წლებში მთელი ვიეტნამის (1884-1945 წლებში პროტექტორი საფრანგეთი) იმპერატორთა დინასტია. ტეიშონთა აჯანყების დროს, XVIII საუკუნის ბოლო მესამედში, ნგუენის ხელისუფლება გაუქმდა. 1802 წელს იგი აღადგინა ნგუენ ანმა (ზია ლონგი), რომელმაც გაიმარჯვა ტეიშონეზე და გააერთიანა მთელი ვიეტნამი. 1860-იან წლებში ნგუენის ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს ფრანგებმა (სამხრეთ ვიეტნამი). 1884 წელს ნგუენები დამარცხდნენ ფრანგებთან ომში და აღიარეს საფრანგეთის პროტექტორატი. 1945 წელს ნგუენების დინასტიას ბოლო მოუღო ვიეტნამის აგვისტოს რევოლუციამ.

ლიტერატურა

რედაქტირება