ნგალოპი
ნგალოპი (ძონგკხა: སྔ་ལོང་; ითარგმნება როგორც: "პირველად მოქცეული")[1] — ტიბეტიდან დღევანდელი ბჰუტანის ტერიტორიაზე, დაახლოებით IX საუკუნეში მიგრირებული ხალხი. ნგალოპებმა შეიტანეს ბჰუტანში ტიბეტური კულტურა და ბუდიზმი და დღეისთვის შეადგენენ ბჰუტანის პოლიტიკურ და კულტურულ დომინანტს, უფრო მეტიც ნგალოპებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც - ბჰუტანელებს. მათი ენა ძონგკხა არის ეროვნული ენა და მომდინარეობს ძველი ტიბეტურიდან. ნგალოპები საწმოადგენენ დასავლეთ და ჩრდილოეთ ბჰუტანის ძირითად მოსახლეობას, მათ შორის თიმფუშიც. ტერმინი ნგალოპი თავის მხრივ მოიცავს რამდენიმე ლინგვისტურ და კულტურულ ჯგუფს, მათშორის: კხენგებს და ბუმტანგზე მოსაუბრეებს.[1]
ნგალოპი སྔ་ལོང་ | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
141,700 | |
ენები | ძონგკხა |
რელიგიები | ბუდიზმი, ბონი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 van Driem, George L.. (1993)Language Policy in Bhutan (PDF). SOAS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-01. ციტირების თარიღი: 2011-01-18.