ნახევრადქორდიანები

ნახევრადქორდიანები (Hemichordata) — ზღვის ფსკერის უხერხემლოების ტიპი მეორეულპირიანების ჯგუფისა. ქორდისმაგვარი ორგანოსა (ნოტოქორდა) და სალაყურე ხვრელების არსებობის, ნერვული ღეროს მდებარეობა და ემბრიონული განვითარების ზოგი თავისებურების გამო ქორდიანთა ქვეტიპად მიიჩნევდნენ. ქორდიანებისაგან განსხვავებით ნახევრადქორდიანების სხეული შედგება 3 განყოფილებისაგან: ხორთუმი ან თავის ფარი, საყელო და სხეული. ნახევრადქორდიანებს განეკუთვნება ნაწლავმსუნთქავნი და ბუმბულლაყუჩიანები, ხოლო ნამარხთაგან — გრაპტოლითები.

ნახევრადქორდიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ზეტიპი:  მეორეულპირიანები
ტიპი:  ნახევრადქორდიანები
ლათინური სახელი
Hemichordata

ლიტერატურა

რედაქტირება