ნახევარვაგონირკინიგზის მაღალბორტიანი ღია სატვირთო ვაგონი. იყენებენ მადნის, ნახშირის, ფლუსების, ხე-ტყის, კონტეინერების, ავტომანქანებისა და სხვათა გადასაზიდად. ზოგიერთი ყრუძირიანია, ზოგს კი ძროსა და ბორტებში გასაცლელი ლიუკები აქვს. თვითსაცლელ ნახევარვაგონს იმის მიხედვით, თუ როგორია მისი კონსტრუქცია, უწოდებენ ჰოპერს, დუმკარს ან ტრანსფერკარს. ნახევარვაგონი არის 4-, 6- და 8-ღერძიანი (ტვირთამწეობა შესაბამისად — 62, 95 და 126 ტონა).

დატვირთული 2-ღერძიანი ნახევარვაგონი

ლიტერატურა

რედაქტირება