ნაცნობი მამაკაცი
ნაცნობი მამაკაცი (რუს. Знакомый мужчина) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1886 წელს დაიწერა. პირველად, 1886 წლის 20 აპრილს, კრებულ „Осколки“-ში გამოქვეყნდა.
ნაცნობი მამაკაცი | |
---|---|
ჟანრი | მოთხრობა |
ავტორი | ანტონ ჩეხოვი |
მშობლიური ენა | რუსული |
დაწერილია | 1886 |
გამოცემულია | 20 აპრილი, 1886 |
ისტორია
რედაქტირებაანტონ ჩეხოვის მოთხრობა „ნაცნობი მამაკაცი“ 1886 წელს დაიწერა, ხოლო თავდაპირველად 1886 წლის 20 აპრილს, იუმორისტულ ლიტერატურულ-მხატვრულ ყოველკვირეულ ჟურნალ „Осколки“-ს მე-18 ნომერში გამოქვეყნდა, სათაურით „მცირედი ტკივილი“ და ხელმოწერით ა. ჩეხონტე. იმავე წლის 6 ივლისს მოთხრობა უცვლელად დაიბეჭდა ყოველდღურ ამბებში. ჩეხოვმა მოთხრობა ახალი სახელწოდებით ადოლფ მარქსის 1899-1901 თხზულებების კრებულის პირველ ტომში.
ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა ბულგარულ, უნგრულ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ, სერბო-ხორვატულ და ჩეხურ ენებზე ითარგმნა.
ფონი
რედაქტირებამოთხრობის სიუჟეტი ჩეხოვს ვიქტორ ბიბლინის წერილის შემდეგ დაებადა. 1886 წლის 6 აპრილით დათარიღებულ წერილში ვ. ბიბლინმა ჩეხოვს შემდეგი თემა შესთავაზა: „ეჩვენებინა პატიოსანი, მაგრამ ბედისგან მიტოვებული ადამიანი, რომელიც მეგობართან ფულის სასესხებლად მივიდა. თითქოს რა არის აქ სასირცხვილო? მას კი ენა არ უბრუნდება და სულ სხვა რამეზე საუბრობს; საბოლოოდ ისე წავა, თხოვნას ვერ შეძლებს“[1].
სიუჟეტი
რედაქტირებაახალგაზრდა ქალი სახელად ვანდა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ უფულოდ რჩება. ის გადაწყვეტს, ფულის სათხოვნელად ცოტა ხნის წინ კაფეში გაცნობილ ადამიანს ესტუმროს. ადამიანი სახელად ფინკელი სტომატოლოგი აღმოჩნდება და მისი კბილების მდგომარეობის შესაფასებლად ქალს სავარძელში ჩაჯდომას თხოვს. მის მიმართ ყურადღების არარსებობისა და სარკეში თავისი შეუხედავი ანარეკლის დანახვის გამო, ფულის თხოვნას გადაიფიქრებს, ხოლო მტკივნეული კბილის ამოღებისთვის სტომატოლოგს უკანასკნელ მანეთს აძლევს, რომელიც ბეჭდის გაყიდვით მიიღო. საბედნიეროდ, მეორე დღეს, იმავე კაფეში სხვა მდიდარ ჯენტლმენს ხვდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Чехов А. П. Знакомый мужчина // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.
- ჟურნალი „ნივა“, „ყოველთვიური დანართი“, 1903, № 10, გვ. 304—305.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნაცნობი მამაკაცი. ორიგინალური რუსული ტექსტი, Lib.ru-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოთხრობა „ნაცნობი მამაკაცი“. შენიშვნები.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-12. ციტირების თარიღი: 2017-06-22.