ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტია
ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტია (რუსულად Национа́л-большеви́стская па́ртия; რუსული აბრევიაციით НБП) — რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ჯერჯერობით არ გააჩნია ოფიციალური სტატუსი. ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტია მისდევს ნეოფაშისტურ და ნაციონალბოლშევიკურ იდეებს. პარტია დაარსდა 1994 წელს. 2005 წელს რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ პარტიას საზოგადოებრივი მოღვაწეობა აუკრძალა.