გია ნაცვლიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ნაცვლიშვილი, გია)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაცვლიშვილი.

გია ნაცვლიშვილი (დ. 4 ივლისი, 1963, თბილისი) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკური მოღვაწე. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1985 წელს. 1988-2003 წლებში შპს „კავის“ პრეზიდენტი; 2001-2003 წლებში შპს „პირველი ლომის“ დირექტორი; 2003-2004 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი; 2004 წელს ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი; საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008); 2006 წლის ნოემბრიდან კახეთის მხარის გუბერნატორი.

პარლამენტში არჩეულ იქნა პარტიული სიით, ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების ფრაქციიდან. პარლამენტში ასრულებდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება