ნაცარქათამა
ნაცარქათამა (ლათ. Chenopodium) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. ერთი ან მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად - ბუჩქები. მორიგეობით განლაგებული ფოთლები ხშირად ფქვილისებრი ნაფიფქით არის მოფენილი.
ნაცარქათამა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Chenopodium bonus-henricus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Chenopodium | |||||||||||||
|
ნაცარქათამა იზრდება ნათესებში, ბაღებსა და ბოსტნებში როგორც სარეველა, აგრეთვე მდინარეთა ნაპირებზე, გვხვდება დანაგვიანებულ ადგილებზეც. ცნობილია ნაცარქათამას 250 სახეობა. ისინი გავრცელებულია მთელ დედამიწაზე.
საქართველოში გვხვდება 12 სახეობა. მათგან ფართოდ გავრცელებულია Chenopodium album, Chenopodium botrys. ნაცარქათამას ზოგიერთი სახეობა (Chenopodium polyspermum, Chenopodium rubrum, Chenopodium foliosum) გამოიყენება სჭმელად როგორც ბოსტნეული ან მხალეული; ზოგი (Chenopodium album) საქონლის საკვებია; ზოგსაც (თეთრი ნაცარქათამა Chenopodium album, Chenopodium yulvaris, Chenopodium hybridum; Chenopodium ambrosioides) ხალხურ მედიცინაში იყენებენ ოფლმდენ საშუალებად, ანგინის, რევმატიზმისა და წითელი ქარის სამკურნალოდ, აგრეთვე კრუნჩხვისა და ასთმის დროს. Chenopodium botrys ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ღვინიაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 339.