ნატაშა ბედინგფილდი

ნატაშა ბედინგფილდი (ინგლ. Natasha Bedingfield; დ. 26 ნოემბერი 1981, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი მომღერალი. მისი მშობლები 20 წელზე მეტია რაც გადმოსახლდნენ ახალ ზელანდიიდან ინგლისში. ნატაშა დაიბადა ლიუისჰემში და მომღერალ დენიელ ბედინგფილდის დაა.

ნატაშა ბედინგფილდი 2013 წელს

ჯერ კიდევ ბავშვობაში იგი თავის და-ძმასთან, დენიელთან და ნიკოლასთან ერთად მღეროდა ჯგუფ The DNA Algorithm-ში. სკოლის დამთავრების შემდეგ 2 წლის განმავლობაში სწავლობდა ფსიქოლოგიას, რომელიც მოგვიანობით მიატოვა და მომღერლის კარიერა დაიწყო.

2004 წლის მაისში გამოვიდა მისი პირველი სინგლი Single, რომელმაც ბრიტანულ ჩარტში მე-3 ადგილი დაიკავა. იმავე წლის აგვისტოში მომდევნო სინგლი These Words ბრიტანეთის №1 ჰიტი გახდა.

პროდიუსერების ენდი ფრემტონის, სტივ კიპნერის და მარკ სტენტის დახმარებით ნატაშას პირველი ალბომი Unwritten ბრიტანული ალბომების ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა.

ნატაშას ახალი სიმღერა "Soulmate" იმდენად პოპულარული გახდა გამოქვეყნებისთანავე, რომ მედიუმი - ს 5-ე სეზონის ბოლო სერიაში გამოყენებულ იქნა, როგორც თანამდევი საუნდტრეკი.

დისკოგრაფია

რედაქტირება

მსოფლიო გამოცემები

აშშ გამოცემები

ევროპული გამოცემები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება