ნატალი მარია კოული (ინგლ. Natalie Maria Cole; დ. 6 თებერვალი, 1950 — გ. 31 დეკემბერი, 2015) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და შემსრულებელი, ნატ კინგ კოულის შვილი. ცნობილი გახდა 1970-იან წლებში სიმღერებით "This Will Be", "Inseparable" და "Our Love". ჩანაწერების სუსტი გაყიდვების და ნარკოტიკების მოხმარების მძიმე პერიოდის შემდეგ 1987 წელს დაბრუნდა ალბომით Everlasting და ბრიუს სპრინგსტინის "Pink Cadillac"-ის ქავერ-ვერსიით. 1990-იან წლებში ჩაწერა ალბომი Unforgettable... with Love, რომელშიც მამამისის სიმღერების საკუთარი ვერსიები შეიტანა. მან მომღერალს გრემის მრავალი ჯილდო მოუტანა. მსოფლიო მასშტაბით კოულმა 30 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გარდაიცვალა 2015 წლის 31 დეკემბერს.

ნატალი კოული
Natalie Cole 2007.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნატალი მარია კოული
დაბ. თარიღი 6 თებერვალი, 1950
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი, 2015 (65 წლის)
გარდ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
დასაფლავებულია ფორესტ-ლაუნის მემორიალური პარკი
ეროვნება აფრო-ამერიკელები
ჟანრ(ებ)ი სოული, რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, სოფტ-როკი, ჯაზი
საქმიანობა მომღერალი და სიმღერების ავტორი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ფორტეპიანო
აქტიური 1956–2015
ლეიბლ(ებ)ი Capitol (1975–81)
Epic (1982–84)
Modern (1984–86)
EMI-Manhattan (1986–90)
Elektra (1991–2001)
Verve (2001–07)
DMI / ATCO (2008–10)
ასოციაციები ნატ კინგ კოული, The Independents
ჯილდოები გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლისთვის, MusiCares Person of the Year და Grammy Award for Best Traditional Pop Vocal Album
საიტი nataliecole.com
ნატალი კოული ვიკისაწყობში

დისკოგრაფიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება