ნასყიდა
ნასყიდა — XVIII საუკუნის ოსტატი. ლეჩხუმის სოფ. მცხეთაში ააშენა მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესია ოტია დადიანის (1728-1744) მეუღლის, რაჭის ერისთავ შოშიტას ასულის გულქანის ბრძანებით. აღმოსავლეთ სარკმლის საპირეში ჩასმულია ხელის რელიეფური გამოსახულება და მხედრული წარწერა: „ხელი ნასყიდას კალატოზის ქართლელის“. ეს ძეგლი ერთადერთი გუმბათიანი ეკლესიაა ლეჩხუმში. აქვს 2 გუმბათქვეშა ბურჯი. ნაგებია წინაპირჩამოთლილი ქვით. აღმოსავლეთი სარკმელი შემკულია მედალიონებითა და მცენარეული მოტივით, დასავლეთისა კი ადამიანთა, ცხოველთა და ფრინველთა რელიეფური გამოსახულებებით. თავისი დროის კვალობაზე ნასყიდა გამოცდილი ოსტატი ჩანს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 326-327.