ნასირ ალ-მულქის მეჩეთი

ნასირ ალ-მულქის მეჩეთი (სპარს. مسجد نصیر الملك — „მესჯედ-ე ნასეერ ოლ მოლქ“) — ტრადიციული მეჩეთი შირაზში, ირანში, გოადე-ე-არაბანის მოედანზე (ცნობილ შაჰ ჩერაჰის მეჩეთთან ახლოს). მეჩეთი ყაჯართა ეპოქის დროს აშენდა და დღემდე მოქმედია და დაცულია ნასირ ალ-მულქის ფულადი შეწირულობის ფონდის მიერ. მეჩეთის მშენებლობა ყაჯართა დინასტიის თავადთაგან ერთ-ერთის, მირზა ჰასან ალი ნასირ ალ-მულქის ბრძანებით დაიწყო 1876 წელს და დამთავრებულ იქნა 1888 წელს. მეჩეთის კონსტრუქტორები იყვნენ მუჰამედ ჰასან-ე-მემარი და მუჰამედ რეზა კაში პაზ-ე-შირაზი.

ნასირ ალ-მულქის მეჩეთი

مسجد نصیر الملك

ნასირ ალ-მულქის მეჩეთი — ირანი
ნასირ ალ-მულქის მეჩეთი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 29°36′31″ ჩ. გ. 52°32′54″ ა. გ. / 29.60861° ჩ. გ. 52.54833° ა. გ. / 29.60861; 52.54833
რელიგიური კუთვნილება შიიზმი
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
პროვინცია ფარსის ოსტანი
მუნიციპალიტეტი შირაზის რაიონი
ადგილმდებარეობა ირანის დროშა შირაზი, ირანი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მეჩეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) მუჰამედ ჰასან-ე-მემარი და მუჰამედ რეზა კაში პაზ-ე-შირაზი
თარიღდება 1888 წლით

მეჩეთის ფასადებზე ფართოდაა გამოყენებული ფერადი შუშა, ასევე მისი დიზაინი შეიცავს ისეთ ტრადიციულ ელემენტებს როგორიცაა „პანჯ კასეჰ-ი“ (ხუთი ჩანაზნექი).

ამ მნიშვნელოვანი მონუმენტის განახლებას, დაცვასა და მომსახურებას, ისტორიული ადგილისათვის მოთხოვნილი ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, ღირსეულად დაიწყო და აგრძელებს, ნასირ ალ-მულქის ფულადი შეწირულობის ფონდი. ეს ფონდი ერთ-ერთი ყველაზე დიდია ფარსის პროვინციაში და მაჰმუდ გჰავამის მართვის ქვეშაა. ფონდი აქტიურად უძღვნის მისი ყოველწლიური შემოსავლის დიდ ნაწილს რელიგიური ცერემონიების მუჰარამისა და საფარის წინა და შემდგომ პერიოდში გაჭირვებულების დაპურებას და ასევე ამ ძვირფასი მეჩეთის განახლებასა და შენარჩნუბას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება